ფილიალის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი, რუსთავი სრული განაკვეთი კონტაქტჰოუმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი ადმინისტრაცია: პირადი ასისტენტი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში „კონტაქტ ჰოუმი“  ვეძებთ რუსთავისა და ისთ ფოინთის ახალი ფილიალებისთვის ფილიალის მენეჯერის ასისტენტს

,,კონტაქტ ჰოუმი’’  არის  თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ  თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: რუსთავი/ისთ ფოინთი

ფილიალის მენეჯერის ასისტენტის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება :
  • მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვაში ჩართულობა;
  • მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ;
  • მაღაზიაში საქონლის განთავსების ორგანიზებაში ჩართულობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობა და  ეფექტური განთავსების კონტროლი;
  • სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ხელმძღვანელთან დაფიქსირება;
  • საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლში, დეფექტური მარაგების აღრიცხვასა და მართვა პროცედურებში ჩართულობა;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანლის მიერ მოცემული დავალებების შესრულება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერის ასისტენტს, რომელსაც აქვს: 
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
  • გუნდის ეფექტური მართვის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ: 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს : დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული +ბონუსი
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; ( ინდივიდუალური და საოჯახო)
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off. 
  • კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  15 აგვისტო  (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ფილიალის მენეჯერის ასისტენტი”).
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
გაგზავნე CV