ფილიალის მმართველი

ბათუმი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
საბანკო: საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი, ბანკის კლიენტთა მომსახურება, კორპორატიული ბანკირი, საბანკო(ზოგადი), საცალო ბანკირი, ფილიალის მმართველი, პერსონალური ბანკირი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე ერთ-ერთი საერთაშორისო ბანკისთვის ბათუმში

სამუშაო აღწერილობა:
  • ფილიალის მიერ საბანკო ოპერაციების შესრულების უზრუნველყოფის კონტროლი და ხელმძღვანელობა;
  • განკარგულებითი ხასიათის მქონე დოკუმენტების გაცემა, მათ შორის წერილობითი მითითებების.
  • ძირითადი და დამხმარე ოპერაციული სისტემების ექსპლუატაციის პროცესის ხელმძღვანელობა (ბანკის სამუშაო დღის პროგრამები, სახელფასო ოპერაციები, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სხვა);
  • თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება მათივე სამუშაო აღწერილობის მიხედვით;
  • კადრების საჭიროების განსაზღვრა;
  • ბანკის ფილიალის მუშაობის რენტაბელურობის, დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულების, ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების დაცვის, საკრედიტო რესურსების ეფექტურად გამოყენების კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების სისტემური ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საბანკო საქმის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის, ბუღალტერის ან იურისტის სპეციალობით.
  • საფინანსო და საბანკო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია, MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • სასურველია ინგლისური ენის საბაზისო, ხოლო რუსული ენის კარგად ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ მეილზე: recruitment3@hh.ge

გისურვებთ წარმატებებს!