მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი RESTOSOFT
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
რესტოსოფტი ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამოცანების მართვა, არამედ მაღალი ხარისხის კონტენტის უზრუნველყოფა, რეკლამებისა და ლიდების გენერაციის კონტროლი, ანალიტიკა და ფოტოსესიების თუ ქეისების ორგანიზებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • მარკეტინგული კალენდრის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი (სოციალური მედია, ვებსაიტი, ელფოსტა, პარტნიორული არხები)
  • ტექსტებისა და ვიზუალური მასალების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება
  • სტატისტიკის წარმოება, რეპორტების მომზადება და მარკეტინგული მეტრიკების ანალიზი
  • სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და შედეგების ანალიზი (Google Ads, Meta და სხვა პლატფორმები)
  • ლიდების თვალყურისდევნება და მათი ხარისხის შეფასება
  • ფოტოსესიების, ვიდეოგადაღებების, ინტერვიუების ორგანიზება
  • ქეისების შეფუთვა: ინფორმაციის შეგროვებიდან პუბლიკაციის ფორმატამდე
  • გარე დიზაინერებთან, კოპირაიტერთან და ტექნიკურ პარტნიორებთან კოორდინაცია

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან ანალოგიურ პოზიციაზე
  • თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტების ცოდნა (SMM, ანალიტიკა, ლიდების გენერაცია)
  • კომპლექსური კამპანიების მართვის გამოცდილება: რეკლამები, კონტენტი, ბრენდინგი
  • გარე პარტნიორებთან, დიზაინერებთან და კოპირაიტერებთან თანამშრომლობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და დაგეგმვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების (მაგალითად: Meta Ads, Google Ads, იმეილის კამპანიები და ავტომატიზაციები) გაშვების და მართვის გამოცდილება/უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება:
  • გამოცდილება Horeca, ფრანჩაიზინგის ან B2B სფეროში
  • გემოვნებიანი ვიზუალური სტილის აღქმის უნარი

რას გთავაზობთ:
  • სრულ განაკვეთზე მუშაობა, თბილისში ოფისიდან ან ჰიბრიდული რეჟიმით
  • განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო ბრენდთან ერთად
  • ძლიერი გუნდი, გამჭვირვალე პროცესები და მხარდაჭერა
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და შედეგზე ორიენტირებული ბონუსები

როგორ დაგვიკავშირდე:
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და შეგიძლიათ წარმართოთ კომპანიის მარკეტინგული მიმართულება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ — გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: contact@restosoft.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: „მარკეტინგის მენეჯერი“