ფიზიკური თერაპევტი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: თერაპია/რეაბილიტაცია
ინკლუზიური სივრცე შპს „ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია“ აცხადებს  ვაკანსიას  ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე 

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი:  არასტანდარტული
სამუშაო საათები/აკადემიის: 09:00-19:00 საათი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსთან (ვლადიმერ ლობჟანიძის 3).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და სასწავლო გეგმის შედგენა;
  • გეგმის შესაბამისად ფიზიკური თერაპიის  ჩატარება;
  • განახორციელოს სასწავლო მასალებისა და მეთოდების ანალიზი/ადაპტირება, ჯგუფში არსებული ბავშვების საჭიროებების და ინტერესების შესაბამისად;
  • დააკვირდეს თითოეულ ბავშვს და იზრუნოს მათი სოციალური უნარჩვევების და ადაპტაციის ხელშეწყობაზე;
  • დაეხმაროს თითოეულ ბავშვს მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებაში;
  • უზრუნველყოს გარემოში წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • დაიცვას აკადემიის შინაგანაწესი;
  • დაამყაროს პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია აკადემიის ბენეფიციარებთან, მათ მშობლებთან, ოჯახის წევრებთნ და თანამშრომლებთან.

ძირითადი/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის განათლება;
  • სასურველია დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვებთან;
  • სასურველია ქცევითი თერაპიის საფუძვლების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (კითხვა და გაგება)

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ორგანიზებულობა;  
  • პუნქტუალურობა;  
  • გაუთვალისწინებელი შეთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსია ან დაგვიკავშირდით: +995 511 559 354

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს „ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია“, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6  თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!