დისტრიბუციის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ზედაზენი 2012
მივლინება: არა
გაყიდვები: დისტრიბუცია
კომპანია ზედაზენი 2012 აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის დამხმარის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ზედნადების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა; 
  • დისტრიბუციის მანქანიდან პროდუქციის ჩამოცლა და სავაჭრო ობიექტში შეტანა; 
  • ობიექტიდან ვადაგასული/წუნდებული პროდუქციის აგროვება და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვის  უზრუნველყოფა; 
  • სამუშაო განრიგის დაცვა; 
  • სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  •  გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;  
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge   
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 15 აგვისტო. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.