მომარაგების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია
ხელფასი: 2000 - 2500
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურში მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში  

 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვა და მიწოდება კომპანიის დადგენილი წესის შესაბამისად 
  • მომწოდებლების ძიება, ფასისა და ხარისხის შედარება და ოპტიმალური არჩევანის განხორციელება 
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება 
  • მოთხოვნის შესაბამისად შეძენილი საქონლის დროული მიწოდების უზრუნველყოფა 
  • შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მინიმიზაცია 
  • ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტისა თუ მომწოდებლების მოძიება/შეფასება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • შესყიდვების მენეჯერის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სამშენებლო / ტექნიკური სფეროს საბაზისო ცოდნა 
  • შესყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება 
  • მოლაპარაკებების წარმოების და კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა 
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი 
 
ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი + საწვავის ხარჯი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)  


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე   ელ. მისამართზე:vacancyvacancy201@gmail.com