მოედნის შიდა ტექნიკური მხარდამჭერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის. თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.  
თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოედნის შიდა ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 37 
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ვალდებულია ავტომობილზე დაამაგროს საბურავები, კარგად გადაუჭიროს ჭანჭიკები სწორად, დაბეროს საბურავები, საჭიროების შემთხვევაში დაქოქოს შესაბამისი დამხმარე აკუმულატორის საშუალებით. 
  • აუცილებლად დაიცვას/დახუროს ავტომობილის ღია ნაწილები (არსებობის შემთხვევაში) ფანჯარა, ლუქი, ავზის სახურავი, საბარგული. თუ ავტომობილს აქვს მინა ჩამსხვრეული ან რაიმე სახით შეუძლებბელია მინის აწევა, დახუროს ის სპეციალური სტრეიჯით. 
გამოცდილება, უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი) 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულება; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე 
HR@tbilisidryport.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 აგვისტოსი
 
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.  
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 აგვისტო 
 
წარმატებას გისურვებთ!