შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: ინგლისური, რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ან დიპლომი;
  • გარემოს დაცვითი მმართველის სერთიფიკატი ან გარემოს დაცვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის, ადგილობრივი ნორმატივებისა და საწარმოო სტანდარტების შემუშავებაში, დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობა;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
  • პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
  • შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 – 18:00 ან 08:00 -17:00 )
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.