მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი გეფერინი ექსპორტი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
ჩვენ ვართ კომპანია Gepherrini, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც 2014 წელს დაარსდა.  
„გეფერინში“ ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს, პეკინის ფილიალში და გთავაზობთ გუნდურ, მეგობრულ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 
 
თუ გსურს, რომ ასეთი ატმოსფეროს შექმნის აქტიური თანამონაწილე იყო და ხარ: 
  • შრომისმოყვარე; 
  • პოზიტიური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • აქტიური; 
  • კომუნიკაბელური; 
  • მეგობრული; 
  • პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული. 
გაქვს: 
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება; 
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 
იცი: 
  • უცხო ენა (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე. 

გიყვარს: 
  • მრავალფეროვანი საქმის კეთება 
  • ორგანიზება და საკუთარი ხედვის სხვებისთვის გაზიარება  

მაშინ შენი მოვალეობა იქნება: 
  • პროდუქტის მახასიათებლების, ზედმიწევნით კარგად ცოდნა; 
  • პრიდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი; 
  • მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება; 
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი; 
  • სალარო პროცედურების სწორი დაცვა; 
  • არსებული სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგება. 

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო დღეები: თვეში  15 დღე (10:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე) 
  • ანაზღაურება: 900 ფიქსირებული + ბონუსი - საშუალო თვიური ხელფასი 900 - 1300 ლარი 
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 
  • მის: პეკინის 20 
   
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ, ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ მისამართზე:  veronika@gepherrini.com   
ვებ გვერდი: www.gepherrini.com