„ტრანსკომ გრუპი“ არის ქართული კომპანია, Wildberrie-ს პარტნიორი საქართველოში. ჩვენ ვართ თანამედროვე ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფართო არჩევანს მოდის, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის მიმართულებით. ტრანსკომი ქართულ ბაზარზე ოპერირებს მაღალი სტანდარტებით და ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, სწრაფ მიწოდებაზე და მეგობრულ სამუშაო გარემოზე, სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო წარმატებისთვის.
ვაკანსიის აღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და პროფესიონალ უფროსს იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს სამართლებრივი პროცესების სწორ და ეფექტიან განხორციელებას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და უნარები, რომ შეძლოს კომპანიის ინტერესების სამართლებრივი უსაფრთხოება.
ანაზღაურება: 5 000 + ლარი (NET) - გამოცდილების გათვალისწინებით
ფუნქცია-მოვალეობები:
დაქვემდებარება: ექვემდებარება იურიდიული სამსახურის უფროსს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR-ops@trc.ge. აუცილებლად მიუთითეთ Subject ველში პოზიციის დასახელება.

- სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;
- სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების გაწევა და საჭიროებისამებრ იურიდიული დასკვნების მომზადება;
- სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებში, სამართალდამცავ და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობებში და მოლაპარაკებებში;
- სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში მათი წარდგენა სასამართლოში;
- საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
- კანონმდებლობაში განსახორციელებლი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, კომპანიის რისკების განსაზღვრა;
- დადგენილებების, ხელშეკრულებების, წერილების პროექტების მომზადება, აღსრულების მიზნით, თანმდევი პროცედურების მონიტორინგი;
- ინსტრუქციების, წესების და კომპანიის სხვა შიდა კორპორატიული აქტების პროექტების შემუშავება, მათში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მათ შორის, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, დროებით დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, მათი ძირითადი საქმიანობის ხარისხიანად წარმართვის მიზნით;
დაქვემდებარება: ექვემდებარება იურიდიული სამსახურის უფროსს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
- იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სასურველია სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის კარგად ცოდნა (Word, Outlook);
- ინგლისური და რუსული სრულყოფილი ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR-ops@trc.ge. აუცილებლად მიუთითეთ Subject ველში პოზიციის დასახელება.