უმცროსი იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი ტრანსკომ გრუპ
მივლინება: არა ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
შპს „ტრანსკომ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე
ანაზღაურება:  3 000 + ლარი (NET) - გამოცდილების გათვალისწინებით 

კომპანიის შესახებ 
„ტრანსკომ გრუპი“  არის ქართული კომპანია,  Wildberrie-ს პარტნიორი საქართველოში.  ჩვენ ვართ თანამედროვე ონლაინ მაღაზია. ტრანსკომი ქართულ ბაზარზე ოპერირებს მაღალი სტანდარტებით და ორიენტირებულია ხარისხიან მომსახურებაზე, სწრაფ მიწოდებაზე და მეგობრულ სამუშაო გარემოზე, სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო წარმატებისთვის. 
 
ვაკანსიის აღწერა 
ვეძებთ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და პროფესიონალ იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს სამართლებრივი პროცესების სწორ და ეფექტიან განხორციელებას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და უნარები, რომ შეძლოს კომპანიის ინტერესების სამართლებრივი უსაფრთხოება. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი; 
  • სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების გაწევა და საჭიროებისამებრ იურიდიული დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • სამსახურის მიერ სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;   
  • საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი; 
  • დადგენილებების, ხელშეკრულებების, წერილების პროექტების მომზადება, აღსრულების მიზნით, თანმდევი პროცედურების მონიტორინგი; 
  • ინსტრუქციების, წესების და კომპანიის სხვა შიდა კორპორატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათში ცვლილებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან; 
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;  
  • სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, მათი ძირითადი საქმიანობის ხარისხიანად წარმართვის მიზნით; 

დაქვემდებარება: 
  • ექვემდებარება იურიდიული სამსახურის უფროსს 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;  
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის  ცოდნა; 
  • იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.  
  • Microsoft Office-ის კარგად ცოდნა (Word, Outlook); 
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR-ops@trc.ge. აუცილებლად მიუთითეთ Subject ველში პოზიციის დასახელება.