2დ გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ  2დ გრაფიკულ დიზაინერს

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • არქიტექტურული გეგმების დამუშავება შესაბამის პროგრამაში და საბეჭდად მომზადება; 
  • ბილბორდისთვის, ბროშურებისთვის, კატალოგებისთვის და სხვა საბეჭდი მასალისთვის დიზაინის შექმნა და მომზადება სტამბისათვის; 
  • სოციალურ ქსელებში განთავსების მიზნით, სხვადასხვა ვიზუალური მასალის შექმნა/დამუშავება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სავალდებულოა Adobe photoshop, Illustrator-ის ცოდნა. 
  • სავალდებულოა პორთფოლიოს ატვირთვა 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025  წლის 3 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php  
 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე