დღეს - 20 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@shamani.pro
ტელეფონი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
მენეჯმენტის კონსალტინგი - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 999 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
SHAMANI Biohacking Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბიოჰაკინგის (ბუნებრივი დანამატების დახმარებით, ორგანიზმის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდა) მიმართულებით.
თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიანიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ის ვაკანსია შენთვისაა!
ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება SHAMANI-ის მეგობრული ოჯახის ნაწილი!
რა გევალება:
- მომხმარებელთა კონსულტირება სასურსათო დანამატებისა და ბიოჰაკინგის მიმართულებით;
- მომხმარებელთა კონსულტირება ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
- მუშაობა CRM სისტემაში;
- აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- თავდაჯერებული კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი.
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:
- ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი;
- ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე;
- პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
- ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.
პრიორიტეტულად განიხილება კანდიდატები:
- ფსიქოლოგები;
- ნუტრიციოლოგები;
- ქოუჩები.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 999 - 2000 ლარი + გაყიდულის %.
გთხოვთ გაეცნოთ SHAMANI-ს ღირებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ შეგეფერებათ თუ არა ეს ღირებულებები და გამოგვიგზავნოთ მეილზე CV: info@shamani.pro
ერთად შევქმნათ ერთიანი, მაღალვიბრაციული, ჯანსაღი საზოგადოება!
ჩვენ შენ დიდიხანია გეძებთ!
მიჰყევი შინაგან ხმას...
shamani.pro
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები