23 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@trd.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სატრანსპორტო საშუალებები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:კომერციული კონტრაქტებისა და ანალიტიკის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- კომერციული ხელშეკრულებების ეფექტური მართვა: მომზადება, ადმინისტრირება და არქივირება;
- სავაჭრო პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების კონტროლი;
- ფინანსურ-სტრატეგიული ანალიტიკის უზრუნველყოფა;
- ბაზრისა და კონკურენტების შესახებ მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
- გაყიდვების ყოველდღიური მონაცემების მოწოდება რეგიონების, სავაჭრო არხის და დასახელების მიხედვით;
- ბაზრის დინამიკის შესწავლა, ტრენდების და კონკურენტების აქტივობის ანალიზი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ციკლური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- გაყიდვების, ფასდაკლებების, ბონუსებისა და შესყიდვების მონაცემების ანალიზი;
- მონაცემთა ბაზების მართვა კონტრაქტების და კომერციული პირობების შესახებ;
- თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და გაყიდვების დეპარტამენტებთან;
- სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
(ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია)
ანაზღაურება (ფიქსირებული) : 3 500 ლ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- რეპორტინგისა და ანალიტიკის უნარები;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის, დროის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები