25 ივლ - 20 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,ორბი სითი მოლი’’ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : სრული გრაფიკი (კვირაში 40 სთ)
ანაზღაურება : შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
,,ორბი სითი მოლი’’- Orbi City-ის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო და გასართობი სივრცეა, რომელიც წლიურად 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს მიიღებს და გააერთიანებს 250-მდე ბრენდის მოდის, კვების, სერვისებისა და გასართობის სექტორიდან.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი : სრული გრაფიკი (კვირაში 40 სთ)
ანაზღაურება : შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა და დანერგვა;
- შესყიდვების პროცესში არსებული რისკების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების მოძიება და შესაბამისი პროცედურების დანერგვა;
- კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შესყიდვების გეგმის შემუშავება, ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი;
- ბაზრის ანალიზი და მომწოდებლების ბაზის ფორმირება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება , ფასებთან, მოწოდების პირობებთან, ხარისხთან და გადახდის პირობებთან დაკავშირებით;
- მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
- შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- მარაგების კონტროლი და მჭიდრო კოორდინაცია საწყობზე პასუხისმგებელ პირებთან;
- სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშული პოზიციის საქმიანობასთან.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
- გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და მოლაპარაკებების უნარი;
- უნდა შეეძლოს ბიუჯეტირება და ანალიზი;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
თვისებები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდის მართვისა და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- საქმისა და დროის სწორი მართვა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზაციის მიზნებზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hrocm@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები