24 ივლ - 22 აგვ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
ნიქსი აცხადებს ვაკანსიას კომერციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ვინ ვართ ჩვენ?
„ნიქსი“ არის უძრავი ქონების თანამედროვე კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ მოდელზე, პროფესიონალიზმზე და მყარი შედეგების მიღწევაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ამბიციურ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან დაიწყონ კარიერა უძრავი ქონების სფეროში და განვითარდნენ დინამიურ და სწრაფად მზარდ გარემოში.
„ნიქსი“ არის უძრავი ქონების თანამედროვე კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ მოდელზე, პროფესიონალიზმზე და მყარი შედეგების მიღწევაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ამბიციურ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან დაიწყონ კარიერა უძრავი ქონების სფეროში და განვითარდნენ დინამიურ და სწრაფად მზარდ გარემოში.
ჩვენ ვეძებთ შენნაირ ადამიანს, თუ:
- მზად ხარ მუდმივი განვითარებისათვის და არ გეშინია სიახლეების
- კომუნიკაციის შენეული სტილი დაგეხმარება კლიენტთან ურთიერთობაში
- გაგაჩნია ანალიტიკური უნარი — შეგიძლია მარტივად განსაზღვრო, რამდენად შეესაბამება ფართი დამკვეთის საქმიანობის მიზანს
- პასუხისმგებლიანი და ენერგიული ხარ
- გსურს დაიწყო და აიწყო კარიერა რეალურ ბაზარზე
რას გთავაზობთ:
- 1 კვირიანი ინფორმაციული ტრენინგი
- 3 თვიანი სტაჟირება რეალურ ბაზარზე
- პრაქტიკული უნარების განვითარება
- მენტორული მხარდაჭერა და ეტაპობრივი პროგრესი
ანაზღაურების მოდელი
- სტაჟირების პერიოდი (3 თვე) — ანაზღაურებადია გამომუშავებით: ( საშუალო ანაზღაურება 500–2000$)
- წარმატებული ტრანზაქციიდან მიიღებთ 50%-ს ( ფიქსირებული ანაზღაურების გარეშე)
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ:
- გექნება ფიქსირებული ანაზღაურება 300$ (ხელზე ასაღები) + ბონუსები
რატომ "ნიქსი"?
- მოიპოვებ რეალურ ცოდნას და პრაქტიკას უძრავი ქონების სექტორში
- გექნება განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა
- იმუშავებ თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ გუნდში
- დაგეხმარებით პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში
სამუშაო მოვალეობები
- უძრავი ქონების მფლობელებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
- ობიექტების მონაცემებთა ბაზაში შეყვანა და მათი სწორად განთავსება სხვადასხვა პლატფორმებზე
- დამკვეთებისთვის შესაბამისი ქონების მოძიება და შეთავაზება
- შეხვედრებისა და ჩვენებების დაგეგმვა/განხორციელება
- ხელშეკრულებების გაფორმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ორივე ჩაითვლება უპირატესობად)
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Google Docs/Sheets)
- დრესკოდის დაცვა
- პოზიცია ღიაა როგორც გამოცდილების მქონე, ასევე დამწყები კანდიდატებისთვის
პიროვნული თვისებები, რომლებსაც ვაფასებთ:
- მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები
- პუნქტუალობა და ოპერატიულობა
- გუნდური თანამშრომლობის უნარი
პოზიციის პირობები
გრაფიკი
ორშაბათი – პარასკევი: 11:00 – 19:00 (1 საათი შესვენება)
შაბათი: 11:00 – 15:00
კვირა – დასვენების დღე
- ოფიციალური დასაქმება
- მობილური კავშირის ანაზღაურება
- ბონუს სისტემა – დამატებითი ანაზღაურება მაღალი შედეგებისა და მიღწევების შემთხვევაში
- პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა – 6 თვის შემდეგ გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე, გაზარდო შენი პასუხისმგებლობები და ანაზღაურება
გრაფიკი
ორშაბათი – პარასკევი: 11:00 – 19:00 (1 საათი შესვენება)
შაბათი: 11:00 – 15:00
კვირა – დასვენების დღე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის N7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
https://www.facebook.com/mynix.ge
ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
გისურვებთ წარმატებას!
https://www.facebook.com/mynix.ge
ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2