29 ივლ - 27 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური დირექტორის მოადილე- ATM და POS მიმართულებით
ტექნიკური დირექტორის მოადილე- ATM და POS მიმართულებით
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით;
- ძლიერი ტექნიკური გუნდის დაკომპლექტება პროფესიონალი თანამშრომლებით, მათი დატრენინგება, ტექნიკური პროცესების გაზიარება.
- პროექტების მართვა: POS/ATM სისტემები, ვენდორებთან კომუნიკაცია;
- SLA-ებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის უზრუნველყოფა ;
- დეპარტამენტებისთვის სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
- სერვის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი;
- ტექნიკური პრობლემების ესკალაცია, პროცესების ავტომატიზაცია და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- აუდიტის და კონტრაქტების პროცესში ჩართულობა, შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში – ფუნქციების დროებითი გადაბარება .
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
- ძლიერი მენეჯერული თვისებები;
- გუნდის მერთვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/GfmOONQ
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში