შემდეგი
29 ივლ - 27 აგვ
ვიპ
საავტომობილო გზების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Geoexpertvacancy@gmail.com
ტელეფონი:
მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის 126
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- მივლინებები: კი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 10 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაპროექტების მენეჯმენტი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
შპს "ჯეოექსპერტი" აცხადებს მიღებას მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება.
- არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
მოვალეობები:
- მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა.
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება
- ყოველდღიური ჟურნალის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
- ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Geoexpertvacancy@gmail.com
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო იქნება სამშენებლო პროექტების ადგილზე ზედამხედველობა, რაც გულისხმობს საკმაოდ ხშირ მივლინებებს მთელი კვირის განმავლობაში. დასაშვებია ასევე, რომ დასაქმებული ცხოვრობდეს რეგიონში და ზედამხედველობას უწევდეს მის რეგიონში არსებულ სამშენებლო ობიექტებს.
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები