29 ივლ - 28 აგვ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
კომერციული უძრავი ქონება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,ყავა / ხილი / სნექები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
გრანდ სითი რიალ ისთეით აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ვალდებულებები
კომუნიკაცია და ურთიერთობები
- მუდმივი კომუნიკაცია ბინის მფლობელებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან.
- ოპერატიული პასუხი ელფოსტებზე, სატელეფონო ზარებზე და წერილობით შეტყობინებებზე.
- მფლობელებისა და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაჯავშნების სტატუსზე, შემოსავალსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
- ონლაინ და ოფლაინ შეხვედრების ორგანიზება მფლობელებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან.
- კომპანიის ახალი წესების, ცვლილებებისა და პროექტების დროული გაცნობა.
ადმინისტრაციული ფუნქციები
- მფლობელებისა და პარტნიორების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება (კონტაქტები, ხელშეკრულებები, თანამშრომლობის ისტორია).
- ხელშეკრულებების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების დროული განახლების კონტროლი.
- დოკუმენტბრუნვის ორგანიზება (მომზადება, სკანირება, შენახვა, გაგზავნა).
- კომპანიის კალენდრის მართვა (შეხვედრების დაგეგმვა, ვადების კონტროლი, დავალებების მონიტორინგი).
- სატელეფონო კომუნიკაციის მართვა და დირექტორისთვის შეხვედრებისა და ზარების დაგეგმვა.
ფინანსური და ანგარიშგების ნაწილი
- ბინების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მფლობელებისთვის მიწოდება.
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა.
- ინვოისებისა და გადახდების სისწორის კონტროლი, გადახდების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა.
შიდა პროცესების მხარდაჭერა
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება (შეხვედრების მომზადება, საოფისე რესურსების მართვა, ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა).
- დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და HR განყოფილების მხარდაჭერა შეხვედრების დაგეგმვასა და კომუნიკაციაში.
- CRM სისტემის (Bitrix24) განახლება და მონაცემების რეგულარული შეყვანა.
ხარისხის კონტროლი
აუცილებელი უნარები და თვისებები
- მფლობელებისა და პარტნიორების კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება.
- მიღებული მიმართვებზე დროული რეაგირება.
- კომუნიკაციისა და მომსახურების გაუმჯობესების წინადადებების შემუშავება.
აუცილებელი უნარები და თვისებები
- მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
- მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- Excel/Google Sheets და CRM სისტემების (სასურველია Bitrix24) ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მრავალ დავალებასთან ერთდროულად მუშაობის უნარი.
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველ დონეზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2