30 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
საწყობის მტვირთავი
თბილისი, ვაზისუბანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mihouse.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1250
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1250 ლარი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა - კვირაში 40 სამუშაო საათი
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
- მომხმარებლის ოპერატიული მომსახურება ;
- საქონლის მისაღებად (გასაცემად) აუცილებელი ინვენტარის მომზადება;
- შემოსული (გასაცემი) ტვირთის დაცლა (დატვირთვა) კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად;
- იმპორტული და ლოკალური მოწოდების პროდუქციის მიღებისა და გადათვლის შემდეგ სტელაჟებზე და მათთვის გამოყოფილ ადგილებზე (ლოკაცია) განთავსება;
- პროდუქციის ჰიპერმარკეტში გადატანის პროცესში, გადასატანი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვება;
- პროდუქციის დასაწყობებისა და დაბარკოდების პროცესში სუპერვაიზერის მოთხოვნის შესრულება დასასწყობებელი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვებისა და მიზნობრივად განლაგების მიზნით;
- ნებისმიერი ინციდენტის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დაუყონებლივი ინფორმირება;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- ფიზიკური უნარები;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
- Fit-pass-ს.
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები