31 ივლ - 29 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედია მარკეტინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის მენეჯმენტი, ქსელური მარკეტინგი, მარკეტინგის ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
ცნობილი ფრანგული კომპანიის “Barrisol”-ის წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს გამოცდილ PR მენეჯერს სრული სამუშაო დატვირთვით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალობანი:
- PR მიმართულების არჩევა;
- PR კამპანიის ორგანიზება და განვითარება;
- დაგეგმილი PR პროგრამების რესურსების და საშუალებების შეფასება;
- ეფექტურობის და საბოლოო შედეგის პროგნოზირება;
- ორგანიზაციის შესაბამისი იმიჯის ფორმირება და მხარდაჭერა (მისი პოლიტიკა, პროდუქტები, მომსახურება და პერსონალის საქმიანობა);
- კომპანიის რეპუტაციის შეფასება და მენეჯმენტისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის პოლიტიკის, საქმიანობის, პროდუქცის და მომსახურების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
PR სპეციალისტის ძირითადი ამოცანები:
- ბრენდის პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება;
- მედიისთვის სტატიების, პრეს-რელიზებისა და სხვა პუბლიკაციების შექმნა;
- აქციების და კამპანიების შექმნა და განხორციელება;
- საიმიჯო ღონისძიებების ორგანიზება;
- ბიუჯეტის შედგენა და განვითარების პროგრამის ფორმირება;
- PR კამპანიის ეფექტურობის ანალიზი.
PR სპეციალისტის საჭირო ცოდნა და უნარები:
- PR- მენეჯმენტისა და რეკლამირების საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა;
- მარკეტინგის, მენეჯმენტის, ეკონომიკის საფუძვლების გაგების უნარი;
- ბიზნეს კორესპონდენციასთან მუშაობის უნარი;
- PR-სტრატეგიის შედგენის უნარი და PR- კამპანიის პრინციპების ცოდნა;
- ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება;
- სტატიების, მიმოხილვების, პრესრელიზების, სარეკლამო მასალების შექმნის უნარი;
- გამოცდილება გამოფენების, სხვადასხვა სპეციალიზებული სემინარების, პრესკონფერენციების ორგანიზებაში;
- ინტერნეტისა და გრაფიკული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა, გრაფიკული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
PR სპეციალისტის საჭირო აუცილებელი პირადი თვისებები
- კომუნიკაბელურობა. PR სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებთან კავშირები და ასევე მარტივად უნდა შეძლოს ახალ კონტაქტებთან ურთიერთობის ფორმირება- ნებისმიერ ეტაპზე;
- პროაქტიულობა.
- თავდაჯერებულობა.
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი წარმოადგენს კომპანიის სახეს, ამიტომ მისი ყველა განცხადება უნდა იყოს საიმედო და დამაჯერებელი;
- აქტიურობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
- არასტანდარტული აზროვნება, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უნარი.
- ეტიკეტის წესების ცოდნა, საერთო ენის პოვნის შესაძლებლობა და მედიის წარმომადგენლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი.
- ორგანიზაციული უნარები.
- საუბრისა და დარწმუნების, აზრების მკაფიოდ გამოხატვის და თანამოსაუბრის მოსმენის უნარი.
- შემოქმედებითი აზროვნების, ფსიქოლოგიური ტექნიკის, პირადი ხიბლის მეშვეობით საკუთარი მიზნების მიღწევის უნარი.
სახელფასო ბიუჯეტი: მაღალი ხელფასი და ბონუსი
სამუშაო საათები: 30-40 საათი კვირაში
თუ თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანი რომელიც მზად არის ამ გამოწვევისთვის, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოკლე ავტობიოგრაფია- CV ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართზე: zuluia7@gmail.com
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედია მარკეტინგი,
მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგის მენეჯმენტი,
ქსელური მარკეტინგი,
მარკეტინგის ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები