შემდეგი
30 ივლ - 29 აგვ
სტარტი
არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@gpih.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება, კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება, კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- დაზღვეული პირების დეტალური კონსულტირება;
- ავტო დაზღვევის პროდუქტებზე შემოსული ზარალების მიღება და დარეგულირება;
- კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
- დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
- სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და პროცესის სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
- დელეგირების ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
- კლიენტების ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- ანაზღაურების სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საავტომობილო ბაზრის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სადაზღვევო და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაცია;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 აგვისტო.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
პოლისების კონტროლი/ადმინისტრირება,
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები