31 ივლ - 29 აგვ
სტარტი
მასაჟისტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kvarelilake.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა
მასაჟის თერაპია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა
მასაჟის თერაპია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
სასტუმრო კომპლექსი “ ყვარლის ტბა“ მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.
სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს,თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.
გამოიყენეთ შანსი და გახდით “ყვარლის ტბის” წარმატებული ისტორიის ნაწილი!
ვაკანსია: მასაჟისტი
სამუშაო ადგილი - ქ.ყვარელი
სამუშაო გრაფიკი - დინამიური ცვლები.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის მასაჟის მომსახურების გაწევა სასტუმროს სტუმრებისთვის;
- ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება თითოეული სტუმრისთვის;
- სამუშაო სივრცის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა პროცედურამდე, პროცესის დროს და შემდგომ;
- თითოეული სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოლოდინების წინასწარი შეფასება მომსახურების მორგებისთვის;
- სტუმართან კომუნიკაციისას პროფესიული, თავაზიანი და გულთბილი დამოკიდებულების შენარჩუნება;
- საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია სტუმრებისთვის მასაჟის ტიპებისა და რეკომენდაციების შესახებ;
- პროცედურის ჩატარების უზრუნველყოფა შესაბამისი პროტოკოლის წესების დაცვით;
- მომსახურების მაღალ დონეზე უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით სასტუმროს ან სპა სექტორში;
- პროფესიული სერტიფიკატი მასაჟისტის, სპა თერაპევტის მიმართულებით;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა
მასაჟის თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები