01 აგვ - 30 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ბათუმში.
„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად მოახდინოს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
- მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის განყოფილებას.
- გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებები. ასევე, დაგეგმილი შეკვეთებისა და პოკეტებზე ასახული ანგარიშფაქტურების ერთმანეთთან შესაბამისობა;
- დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები