დღეს - 02 სექ
სტანდარტი
არქიტექტორი/სტაჟიორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო არქიტექტურა
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
სამშენებლო კომპანია საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი/სტაჟიორი პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 19:00 საათამდე

ანაზღაურება: შეთანხმებით, 3000 ლარიდან.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
  • სრული პასუხისმგებლობა მშენებლობის ნებართვების მიღებამდე და პროექტების მიმდინარეობისას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი (არქიტექტურის განხრით);
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, ეტაპების შესაბამისი შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება.

პიროვნული თვისებები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • მართვისა და ორგანიზების უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • CV-ის განხილვა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და დეტალური პორტფოლიო შეთანხმებული პროექტების თაობაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com
და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
სამშენებლო
არქიტექტურა
ნახვები
უნიკალური ნახვები