დღეს - 02 სექ
სტარტი
მიმტანი
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ბირთვისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hrrd.hospitality@gmail.com
ტელეფონი: +995 555 14 10 23
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
ბირთვისის კანიონი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
ლოკაცია: ბირთვისის კანიონი
დასაქმების ტიპი: სრულ განაკვეთზე
ჩვენ გთავაზობთ:
მიმტანების პოზიციაზე ვეძებთ მეგობრულ და მოწესრიგებულ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სტუმართა ხარისხიანად მომსახურება ბუნებრივ გარემოში. თუ ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი — შემოგვიერთდი!
მოთხოვნები:
- გამოცდილება სასურველია
- ქართულისა და მინიმუმ ერთ უცხო ენის ფლობა (ინგლისური უპირატესობაა)
- სწრაფი და ეფექტური მომსახურება
დავალებების აღწერა/ვალდებულებები/პოზიციის აქტივობები
- სტუმრების მიღებისას თავაზიანი დახვედრა, კომუნიკაცია და მომსახურება;
- მენიუში არსებული კერძების და მათი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
- სტუმრებისთვის სასმელების და ა ლა კარტე მენიუების გაცნობა, შეკვეთების მიღება, დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
- მიღებული შეკვეთების სამზარეულოსათვის დროულად და სრულყოფილად გადაცემა;
- შეკვეთის პროგრამაში გატარება;
- მაგიდების შესაბამისი ინსტრუქციით გაწყობა, სერვირება და გაფორმება;
- გამზადებული შეკვეთების სტუმრებამდე მიტანა;
- ჩეკის მომზადება, კლიენტებისგან საბოლოო ანგარიშსწორების მიღება, რომელზეც სრულად პასუხისმგებელია მიმტანი.
- მაგიდების ალაგება, ინსტრუქციის შესაბამისად მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- ჭურჭლის კონტროლი სტიუარდინგიში (ჭურჭლის პოლირება, დროული მომარაგება, განლაგება, ზედმეტი ჭურჭლის დასაწყობება).
- სამეურნეო ინვენტარის კონტროლი, განსაკუთრებით ხელთათმანის, ხელსახოცის , კბილის ჩხირების, მაგიდის საწმენდი ნაჭრების, მაგიდის საწმენდი სითხის, პადების, ნეპკინის, პორციული მენიუს კონტროლი.
- სამზარეულოსა და მის წინ მდებარე სივრცის კონტროლი. შიდა და გარე სივრცის მაგიდებისა და სკამების კონტროლი;
- გარე სივრცის მაგიდების უზრუნველყოფა საფერვლით, ბალიშებით, პლედებით.
- სტუმრისათვის გადაცემული პლედების რაოდენობისა და სისუფთავის კონტროლი.
- ტერასის საფერფლით, ბალიშებით, პლედებით უზრუნველყოფა.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrrd.hospitality@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „პოზიციის დასახელება“ ან დაგვიკავშირდით შემდეგ მითითებულ ნომერზე : +995 555 14 10 23
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი რეზიუმე შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
პერსონალური მონაცემი, რომელიც “შპს ეკო ტური”ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში"კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ “შპს ეკო ტურის”_მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების “შპს ეკო ტური“ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს ეკო ტურ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს ეკო ტურ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები