დღეს - 02 სექ
ვიპ
კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად
თბილისი, სანზონა, ჩარგლის ქ. (სანზონა)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:
ტელეფონი: +995 2 61 12 98
მისამართი: ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
- ენები: ინგლისური
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
კონკურსი ცხადდება 2025 წლის 04 აგვისტოს.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2025 წლის 05 სექტემბრიდან 2025 წლის
08 სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2025 წლის 09სექტემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2025 წლის 10 სექტემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 10 სექტემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები