დღეს - 03 სექ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის მართვის სისტემები (WMS), საწყობი, საწყობის ავტომატიზაცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში;
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- სასაწყობე ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა / კონტროლი;
- საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;
- ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
- რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;
- საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;
- წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);
- მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
- RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა.
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 სექტემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “პროგრამის ოპერატორი ქუთაისი”.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობის მართვის სისტემები (WMS),
საწყობი,
საწყობის ავტომატიზაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები