დღეს - 03 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
მეამა ფრენშაიზი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე . ვეძებთ პირებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში , ერთდროულად ისწავლი და განვითარდები , მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა !
ლოკაციები : ბელიაშვილი , ისთ-ფოინთი , კუს ტბა , ლისი , აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო გრაფიკი : კვირაში 35 საათი , ცვლების მიხედვით - 5 დღე მუშაობა , 2 დღე დასვენება ;
საათობრივი ანაზღაურება : დღეში 7 საათი - 45,5 ლარი , (თვეში 1000 ლარი)
ყოველკვარტლური საბონუსე სისტემა
ბენეფიტები :
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა ;
- დასაქმების შემდეგ , შესაძლებლობა გაქვს , რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი ;
არ გჭირდება კონკრეტული გამოცდილება — მხოლოდ სურვილი და ინტერესი !
პრე-დასაქმებითი ტრენინგების პროცესში ჩვენ სრულად შეგასწავლით ყავის კულტურას, სერვისს, ტექნიკას და კომუნიკაციას — ყველაფერს, რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meamacollect.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 5 სექტემბერი .
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ლოკაციების მიხედვით - ბარისტა ( ბელიაშვილი) , ბარისტა(ისთ-ფოინთი ) , ბარისტა( კუს ტბა ) , ბარისტა ( ლისი) , ბარისტა ( აღმაშენებლის ხეივანი ) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ყავის ხარშვისა და ბარისტას უნარები
ნახვები
უნიკალური ნახვები