დღეს - 05 სექ
სტარტი
კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის მართვა;
  • განყოფილებების უფროსების სამუშაო პროცესის ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • გუნდის წევრებისთვის თვიური და კვარტლური გეგმების გაცნობა;
  • გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების ანალიზი და განსახორციელებელი სტრატეგიის შემუშავება;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგის/განხორციელების ორგანიზება;
  • პროექტული გაყიდვების დაგეგმვა, განხორცილებეაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მოტივირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგის წარმოება მიმდინარე გაყიდვებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ;
  • დებიტორული დავალიანებების მართვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ენები: რუსული/ინგლისური -B2
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე;
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის მე-2 შესახვევი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები