დღეს - 05 სექ
სტანდარტი
საწარმოს ცვლის თანამშრომელი/მუშა
მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ვეტერინარული - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ცვლის თანამშრომლის/ მუშის პოზიციაზე.
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 20 საათი
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას)
კვება: სამჯერადი კვება
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
ძირითადი მოვალეობები:
- საფქვავ დანადგართან მუშაობა, საფქვავის ხაზის მომარაგება დანამატებით და დამატება;
- ნედლეულის მიღებაში მონაწილეობის მიღება და დაცლა;
- საკვების ტომრებში დაფასოება და განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 07 სექტემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები