11 აგვ - 10 სექ
ვიპ CV
საწყობის მენეჯერის დამხმარე
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი საწყობი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
"კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე
კასატრეიდი" ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ :
  • გაქვთ უმაღლესი განათლება
  • გაქვთ მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • იცით საოფისე პროგრამები: MS Word, MS Excel, MS Outlook
  • გაქვთ ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
  • გაქვთ ანალიტიკური აზროვნება
  • შეგიძლიათ გუნდური მუშაობა
  • გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ხართ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

ფუნქცია-მოვალეობები :
  • სასაწყობე პროდუქციისთვის ადგილის გამოყოფა და დასაწყობება
  • ყოველდღიურად საწყობში არსებული ნაშთების დალაგება
  • მიღებული და გაცემული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
  • საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • წუნდებული პროდუქციის მართვა
  • გასაცემი პროდუქციაზე ზედნადების ხელმოწერით უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება საჭიროების მიხედვით.

რას გთავაზობთ:
  • კომფორტულ ოფისს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
  • თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
  • საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0