ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საცალო გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1176 - 1176
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს ელექტრონული მაღაზიისთვის, პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე ვეძებთ.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
- სამუშაო ადგილი:თბილისი, მოსკოვის გამზირი
- სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
- დასვენების დრო:კვირაში 2 დღე
- სამუშაო გრაფიკი:რთცვლიანი (09:00- 18:00, 1 საათი შესვენება)
- ხელფასი დღეში:1176 ლარი (ხელზე ასარები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- ელექტრონული შეკვეთების სიზუსტით შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა, გასაგზავნად გამზადება;
- გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
- საწყობში სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
- გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/P7geH3cx3Z4PxZMv9
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.