დღეს - 10 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: არქიტექტურა
დეველოპერული კომპანია Homer-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ
Homer-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge
სამუშაო პირობები
განაკვეთი: სრული
ორშაბათი - შაბათი: 10:00 -19:00 სთ
დასვენების დღე - კვირა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბობ უოლშის #36
ძირითადი ფუნქციები
- ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
- ტექნოლოგიური პროცესების სწორი მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
- გამოყენებული მასალების ტექნიკური პარამეტრებისა და ხარისხის კონტროლი;
- სამუშაოს მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
- უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა (მუშებისა და ვიზიტორების მიმართ);
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და მითითებების ზედმიწევნით დაცვა;
- სამუშაო გრაფიკის და ვადების დაცვაზე კონტროლი, დავალებების გადანაწილება საჭიროებისამებრ;
- სამუშაო ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით პროცესების განხორციელებაზე ზედამხედველობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ჟურნალები, აქტები, დანართები);
- მიმდინარე სტატუსის შესახებ პერიოდული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელთან;
- კომუნიკაცია ტექნიკურ და საინჟინრო პერსონალთან, მასალის მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან;
- გეოდეზისტთან მუდმივი კოორდინაცია, გეოდეზიური გეგმარების და შენობის გეომეტრიული სიზუსტის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო მიმართულებით;
- აუცილებელია მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@homer.ge
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ მშენებლობის ზედამხედველი“
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპის (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ასევე აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები