დღეს - 11 სექ
სტანდარტი
იურისტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    იურიდიული იურიდიული მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
იურიდიული კომპანია "Legal Consulting Center" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. სრული განაკვეთი 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით).
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
  • უაცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი).

საჭირო პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება.
  • საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება), ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@legalconsulting.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ

შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები
თბილისი
დაცვის და უსაფრთხოების კომპანია