დღეს - 11 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 - 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
ოპტიკური კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი.
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
- პროფესიულ ტრეინინგებს;
- კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 900₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1000₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).
კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი).
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები