15 აგვ - 13 სექ
სტანდარტი
ბუღალტრის დამხმარე
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება საკვების წარმოება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
კომპანია Panchenko Caviar House აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე ქ. ქუთაისში (წყალტუბოს რ-ნი, ს. გეგუთი).

ჩვენ ვართ ქართულ-უკრაინული კომპანია. ვაშენებთ ზუთხს, ვაწარმოებთ ხიზილალას, რომელიც არის წარმოდგენილი აშშ-ში, კანადაში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ლივანში და ომანში.

ძირითადი მოვალეობები:
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა/დაარქივება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა, (ელ-სასაქონლო ზედნადები, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება);
  • ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
  • საწვავის შესყიდვა, განაწილება, ნაშთის კონტროლი;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება (ნავაჭრი თანხების მიღება, შესაბამისი გატარებების ასახვა პროგრამებში);
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • ხელფასების, მივლინებების და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და ასახვა პროგრამაში;
  • ყოველდღიურად გადახდილი თანხების შემოწმება და შედარება პროგრამასთან;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
  • ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
  • აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Miscrosoft Word, Excel)
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო პირობები:
კომფორტული სამუშაო გარემო
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო კვირა: 09:00 -18:00; ორშაბათი - პარასკევი
ხელფასი შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV Mikautadze.katya@gmail.com
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები