15 აგვ - 13 სექ
სტანდარტი
მოლარე
თბილისი, ვარკეთილი
დისკაუნტ დეპო

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო საქონელი და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1150

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი, სუხიშვილის 45
ანაზღაურება: 1150
გრაფიკი: თვეში: 15 სამუშაო დღე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით,
  • პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება,
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი,
  • სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა,
  • სალარო აპარატთან მუშაობა,
  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

უნარები რასაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

შენიშვნა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე დასაქმების მსურველი კანდიდატი გაივლის 4 დღიან სტაჟირებას, რომელიც ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://forms.gle/5xFfD7cbQfjHWGvE6

მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები