23 აგვ - 18 სექ
სტარტი
მიმტანი
თბილისი, ვაკე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@frenchbakery.ge
ტელეფონი:
მისამართი:
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: მოქნილი გრაფიკი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითიც ფრანგული პური გაითქვა მთელ მსოფლიოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
- სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
- სტუმრის ეფექტური მომსახურება რესტორნის სტანდარტების მიხედვით;
- მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები:
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
- ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); შესაძლებელია შეთანხმება სწავლასთან და სხვადასხვა აქტივობებთან.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ‘’ფრენ ბეიქერის’’ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
მაგიდის სერვისი
ნახვები
უნიკალური ნახვები