დღეს - 18 სექ
სტანდარტი
გარე გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების გუნდში.
სამუშაო პირობები:
ბენეფიტები:
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების გუნდში.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიქსირებული ხელფასი და მოტივაციური ბონუს სისტემა;
- საწვავის ხარჯების ანაზღაურება;
- კორპორატიული ტელეფონის ნომერი;
- ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- სტაბილური სამუშაო გარემო და ძლიერი გუნდი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული მომხმარებელების აქტიური მოძიება;
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა: კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა შეთავაზებების მომზადება, ხელშეკრულებების გაფორმება;
- რეგიონული ვიზიტები და მივლინებები მომხმარებლებთან პირადი შეხვედრების მიზნით;
- ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფა;
- პორტფელების მონიტორინგი;
- ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
- კორპორატიული კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კორპორატიული კლიენტების რეგისტრაცია ან/და მათი მონაცემების რედაქტირება;
- ყოველთვიური კვირის და თვის ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის (გაყიდვების სტატუსი, აქტივობები , პროგრესი);
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად პრეზენტაციების და რეპორტების მომზადება და წარდგენა კომპანიის დირექტორთან.
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია საწვავის, ავტო, ლოჯისტიკის ან B2B მომსახურების მიმართულებით;
- მოლაპარაკებებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);
- საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
- მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები