დღეს - 18 სექ
სტარტი
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადამიანური რესურსები HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
თანამედროვე განათლების აკადემია აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • განახორციელოს აკადემიაში საქმისწარმოების ორგანიზება, უზრუნველყოს: შემოსული წერილებისა და სხვა დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დახარისხება და შენახვა; აკადემიაში შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალების წარმოება; მართვის საინფორმაციო სისტემისა და აკადემიის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
  • უზრუნველყოს აკადემიის თანამშრომლებთან, სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე, მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეუფერხებელი კომუნიკაცია და მათი დროული ინფორმირება;
  • მონაწილეობა მიიღოს ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში და ადმინისტრირება გაუწიოს თანამშრომელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37.

კონკურსის ეტაპები:
  • შემოსული დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე, მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით, გადმოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე - info@cea.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია,
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები