25 აგვ - 20 სექ
სტანდარტი
პირველი კლასის მასწავლებლის ასისტენტ-სტაჟიორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება საშუალო განათლება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 625
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
შპს „თბილისის თავისუფალი სკოლა“ გიწვევთ ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად, პირველი კლასის მასწავლებლის ასისტენტ-სტაჟიორის პოზიციაზე.

თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაეცნოთ ჩვენი სკოლის მრავალფეროვან გარემოს, მიიღოთ პროფესიული რჩევები კვალიფიციური თანამშრომლებისგან და შეიძინოთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დაგეხმარებათ შემდგომ კარიერულ განვითარებაში.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 16:00 საათამდე;
ხელფასი: 625 ლარი (12 თვის განმავლობაში)
ბენეფიტები : ჯანმრთელობის დაზღვევა;
ვაკანსიების რაოდენობა: 2

ფუნქციები:
  • მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება
  • სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალების ასლების გადაღება და მასწავლებლისთვის მიწოდება
  • საკლასო ოთახში და სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, მასწავლებელთან ერთად
  • მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მათი დახმარება კვების დროს
  • საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა
  • მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა მოსწავლეების პირადი საქმეების წარმოებაში
  • მასწავლებლის დავალების შემთხვევაში, მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია მათი ქცევითი და აკადემიური მოსწრების თაობაზე- სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობების შემთხვევაში, მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მასწავლებელთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს განათლება პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის განხრით.
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office

კანდიდატთა შერჩევის პროცედურები: გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით, გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://free.edu.ge/, https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge, 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

წარმატებას გისურვებთ!
მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები