22 აგვ - 20 სექ
ვიპ
სოციალურ მედიის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: geinfo@w8shippingge.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია LM Alliance, რომელიც არის W8 Shipping-ის ექსკლუზიური, ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სოციალურ მედიის მენეჯერს.
LM Alliance ასევე წარმოადგენს უმსხვილეს ამერიკულ ავტო აუქციონ "Copart"-ს საქართველოში.
ძირითადი ინფორმაცია:
- მდებარეობა: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- რეგიონალური საინფორმაციო და სარეკლამო გარემოს ანალიზი
- კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის ანალიზი
- ბრენდის კომუნიკაციისა და პრომოუშენის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
- ბიუჯეტირებაში მონაწილეობა
- ბრენდის სწორი პოზიციონირება სოციალურ ქსელებში
- კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და განთავსება
- კოპირაითინგი და ტექნიკური დავალებების შედგენა
- კრეატიული გუნდის (დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოოპერატორი და სხვა) კოორდინაცია
- სოციალური მედიისთვის საჭირო ფოტო/ვიდეო კონტენტის დამოუკიდებლად შექმნა
- რეკლამისა და კონტენტის განთავსების დაგეგმვა
- ინფლუენსერებთან მუშაობა
- შესრულებული კამპანიების ანალიზი და ეფექტურობის შეფასება
- თანამედროვე ტრენდების, სიახლეების, აქტუალური თემების მონიტორინგი და კონტენტში ინტეგრირება
- საკვანძო მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Digital Marketing/SMM-ში
- სასურველია გამოცდილება ავტოინდუსტრიაში
- ფოტო, ვიდეო და გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება
- გამოცდილება ვებ-ანალიტიკაში, კოპირაითინგში
- stock photo პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, საჭირო ხარისხიანი კონტენტის სწრაფად მოძიების უნარი , ლიცენზირების ცოდნა, საჭიროების შემთვევაში ლიცენზიის აღება;
- კომუნიკაციის თანამედროვე არხებისა და მეთოდების ღრმა ცოდნა
- Instagram, Facebook, YouTube, TikTok პლატფორმების პროფესიული ცოდნა
- Telegram-თან მუშაობის გამოცდილება
- ვებ ანალიტიკის ცოდნა, საერთო შედეგისა და ეფექტური მოქმედების შეფასება;
- სოციალური ქსელების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა
- თვითორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში მუშაობა
- კომფორტული და სასიამოვნო სამუშაო გარემო
- სრული სამედიცინო დაზღვევა
კონკურსის ეტაპი:
- გასაუბრება
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტის მისამართზე: geinfo@w8shippingge.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მედიის მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია შეაგროვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები