23 აგვ - 21 სექ
სტანდარტი
ბეტონის ბლოკების ოპერატორი
თბილისი, ორხევი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: careers@cement.ge
მისამართი: ორხევი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,დამატებითი ბენეფიტები მშობლებისთვის
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ბლოკების ოპერატორის პოზიციაზე ორხევში არსებულ ბეტონის ქარხანაში.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბეტონის ჩამოსხმა სპეციალური ბლოკების ყალიბებში
- ჩამოსხმული ფორმების განყალიბება (მეორე დღეს) და ბლოკების მომზადება გატანისთვის
- ყალიბების რეგულარული შეზეთვა და მომზადება ახალი ჩასხმისთვის
- წარმოების პროცესში ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა
- სატელეფონო კომუნიკაცია მძღოლებთან ბეტონის მიწოდებისა და დროული ჩასხმის კოორდინაციისთვის
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან წარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
არსებული ბენეფიტები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით
- დეკრეტული შვებულეის სრული ანაზღაურება
- ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ბეტონის ბლოკების ოპერატორი (ორხევი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმოება/ოპერაციები
სამშენებლო მასალების წარმოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში