შემდეგი
25 აგვ - 23 სექ
სტარტი
შეფ დე პარტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@novoteltbilisi.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
ახალი ბრენდული სასტუმრო Novotel Tbilisi Center (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ- Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ შეფ დე პარტს
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მოთხოვნები და უნარები
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- რეცეპტურის და კალკულაციის დაცვა;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება;
- შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
- გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება
- საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
- სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის ყველა შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
- სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხის კონტროლი;
- სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავება და თვითღირებულების გამოთვლის პროცესში ჩართულობა;
- საკვები პროდუქტების დახარისხება, შენახვა, წინასწარი მარაგებით საწყობების შევსება;
- სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
- სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;
- სამუშა ცვლის დროს მთლიანი სამზარეულოს და პერსონალის ზედამხედველობა და კონტროლი.
მოთხოვნები და უნარები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ჰასპის სტანდარტების ცოდნა
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას იმუშავოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
- პროფესიონალური და მეგობრული გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება
- სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
- საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
- კვება თანამშრომლებისთვის
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები