25 აგვ - 23 სექ
სტანდარტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა აუდიტის სტრატეგიისა და წლიური, რისკზე დაფუძნებული გეგმის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
- აუდიტის განხორციელების ფორმებისა და მიდგომების მუდმივ გაუმჯობესებასა და შიდა მეთოდოლოგიური პროცესების მართვაში ატიური მონაწილეობა;
- დეპარტამენტის შიდა ნორმატიული და მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებასა და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- დეპარტამენტისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფების შერჩევის, დანერგვის, გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა;
- კანონმდებლობასთან, ეროვნული ბანკისა და სხვა მარეგულირებლების რეგულაციებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
- ურთიერთობა ბანკის სტრუქტურულ ერთეულებთან აუდიტორული პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;
- ურთიერთობა გარე აუდიტთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან;
- შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემის შეფასება;
- აუდიტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ დაფიქსირებული მიგნებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების მომზადება;
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და წარდგენა აუდიტის კომიტეტთან და მენეჯმენტთან;
- დეპარტამენტში პერსონალის შერჩევისა და მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
- სასწავლო პროგრამების ინიცირება და პროფესიული ტრენინგების მხარდაჭერა;
- დეპარტამენტის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების/ინიციატივების წარდგენა დეპარტამენტის დირექტორისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში შიდა აუდიტის, რისკების მართვის ან შესაბამის სფეროში, 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- საბანკო საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი ჩარჩოს (ეროვნული ბანკის ბრძანებები, ინსტრუქციები, დებულებები და მოქმედი საკანონმდებლო ბაზა) ცოდნა;
- შიდა აუდიტის სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა.
სასურველი:
- საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები (ACCA, CPA, CISA და სხვა).
უნარები და თვისებები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მენეჯერული კომპეტენციები;
- ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 სექტემბერი.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ბანკის მხრიდან დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
ბუღალტერია / ფინანსები
შიდა აუდიტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები