დღეს - 24 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ შვილობილი კომპანია შპს „ვინჩერო“ აცხადებს ვაკანსიას „ღვინის მაღაზიის მენეჯერის“ პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
- პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
- კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
- ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუსაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ფუნქციების დელეგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თვით განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 სექტემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ღვინის მაღაზიის მენეჯერი“
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები