27 აგვ - 25 სექ
ვიპ
მასწავლებლის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@europeanschool.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას IB პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე და უსაფრთხო გარემოზე დაფუძნებული საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციის მთავარი მიზანია მთავარი მასწავლებლის მხარდაჭერა ყოველდღიურ სასწავლო და აღზრდით პროცესში, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით. ასისტენტი ხელს უწყობს უსაფრთხო, მეგობრულ და სტიმულირებად გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა პიროვნულად და აკადემიურად განვითარდეს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სწავლების პროცესში მასწავლებლის აქტიური დახმარება — საკლასო მასალების გადაცემა, ახსნა, აქტივობების კოორდინირება;
- მოსწავლეების ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფური მხარდაჭერა სწავლაში;
- საკლასო გარემოს ორგანიზებაში დახმარება (მაგ. სივრცის მოწყობა, რესურსების დალაგება);
- სასწავლო მასალების მომზადებასა და გადამუშავებაში მონაწილეობა.
- მოსწავლეთა ქცევის მართვაში მასწავლებლის მხარდაჭერა პოზიტიური დისციპლინის მიდგომით;
- მოსწავლეთა ყოველდღიური საჭიროებების დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება მასწავლებლისთვის ან შესაბამისი პირისთვის;
- მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მხარდაჭერა.
- კლასის ორგანიზაციულ პროცესებში დახმარება (მაგ. დასწრების აღრიცხვა, დოკუმენტაციის მოწესრიგება);
- ექსკურსიებზე, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში მოსწავლეთა მხარდაჭერა;
- სკოლაში ჩატარებული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების, ენების ან ჰუმანიტარული მიმართულებით);
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარები (მინიმუმ B2 დონე);
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო მიდგომებისადმი ღიაობა და ინტერესი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- მოსიყვარულე, თანაგრძნობით და მოთმინებით აღჭურვილი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კეთილგანწყობილობა;
- ყურადღებიანობა;
- დაკვირვებულობა;
რას გთავაზობთ:
- თანამედროვე, მრავალფეროვანი და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები (ტრენინგები, სემინარები);
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობები;
- მუდმივი მხარდაჭერა და მენტორობა სკოლის გუნდისგან.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები