01 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ავტომობილის შემფასებელი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ავტომობილის შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება, დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო ავტომობილის შეფასება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება, დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის შემფასებლის პოზიციაზე, თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

მოვალეობები
  • წარმოდგენილი ავტომობილის ვიზუალური და ტექნიკური შეფასება;
  • ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა (მოდელი, წელი, გარბენი, ტექნიკური მდგომარეობა, აღჭურვილობა და ა.შ.);
  • ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა პლატფორმები);

მოთხოვნები:
  • ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილის მახასიათებლების ცოდნა;
  • ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტომობილის შემფასებელი.

გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს".
და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
საბანკო
ავტომობილის შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები