03 სექ - 13 სექ
სტანდარტი
ბიბლიოთეკარი / სტუდენტური სერვისების სამსახურის თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577441991

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიბლიოთეკა ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ბიბლიოთეკა
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
უნივერსიტეტი უნილეველი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე: ბიბლიოთეკარი და სტუდენტური სერვისების სამსახურის თანამშრომელი

ჩვენს შესახებ : უნივერსიტეტი უნილეველი ახალი , დინამიკური სამედიცინო უნივერსიტეტია, რომელიც კლინიკების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.
მდებარეობა: ე.ამაშუკელის N4.

ბიბლიოთეკარი

ძირითადი მოვალეობები:
  • ბიბლიოთეკის ფონდის მართვა ( მოძველებული ლიტერატურის განახლება)
  • სამედიცინო, სასწავო, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურის კატალოგის შექმნა და სისტემატიზაცია;
  • ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის და ელექტრონული ბაზების მართვა;
  • სტუდენტების და აკადემიური პერსონალის დახმარება ლიტერატურის მოძიებასა და გამოყენებაში;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან (Pubmed, Scopus, Web of Science და სხვა ) მუშაობის ხელშეწყობა;
  • ბიბლითეკაში სერვისების განვითარება- სამკითხველოს ოთახის, ციფრული წვდომის ზონების მომსახურეობის გაუმჯბესება;
  • ჯგუფური მუშაობის ოთახების დაჯავშნა, მონიტორინგი;
  • ბიბლიოთეკაში დაგეგმილი ღონისძიებების ( წიგნის პრეზენტაცია, სემინარები, ჯგუფური მუშაობა) ორგანიზება;
  • ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ბიბლიოთეკათმცოდნეობა, არქივმცოდნეობა, ფილოლოგიაა ან სხვა შესაბამისი მიმართულება;
  • დამატებითი ტრენინგები/სერტიფიკატები ამ მიმართულებით;
  • ელექრონული კატალოგების და სამეცნიერო ბაზების გამოყენების გამოცდილება;
  • სამედიცინო და სამეცნიერო მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
  • სასურველია ბიბლიოთეკური უნარების ფლობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მომხმარებელთან მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა; მომხმარებელზზე ორიენტირებულობა;
  • თანამშრომლობისა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • სიახლეებისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი.


სტუდენტური სერვისების სამსახურის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუდენტებისთვის აკადემიური და სოციალურ-საგანმანათლებლო სერვისების ორგანიზება და კოორდინაცია
  • სტუდენტთა სამეურვეო პროცესების მხარდაჭერა;
  • სტუდენტთა ინფორმირება უნივერსიტეტის პროგრამების, სერვისების, შესაძლებობების და ღონისძიებების შესახებ;
  • უცხოელი სტუდენტების მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა მობილობის , გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა და კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • სტუდენტური კლუბებისა და თვითმმართველობის მხარდაჭერა და კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენთებთან;
  • სტუდენტთა კარიერული მომსახურეობის ორგანიზება (კარიერული კონსულტაციები; სტაჟირებები; სამუშაო ბაზართან დაკავშირება);
  • ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა და განსაკუტრებული საჭიროებების მქონე სტუდენთთა მხარდაჭერა
  • სამსახურის მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება უნივერსიტეტის მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • დამატებითი ტრეინინგები სტუდენტუს სერვისებში (სასურველია);
  • არანაკლებ 3- წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში, სტუდენტურ სერვისებში ან ადმინისტრაციულ მართვაში.
  • სასურველია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტუდენტური სერვისების ორგანიზების დდა ხარისხის მართვის ცოდნა;
  • კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვის და მოლაპარაკებების უნარი;
  • კარიერული კონსუტაციისა და სტუდენტური საჭიროებების შეფასსების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • სტუდენტზე ორიეტირებულობა და ემპათიის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის და ლიდერობის უნარი;
  • ინოვაციური ხედვა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი

ვაკანსიაზე განაცხადისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია :
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე
  • დიპლომის ასლი
  • განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოთხოვნისამებრ)
  • პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები ( სერტიფიკატები, ტრეინინგების დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ).

დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ , კანდიდატის შერჩევის მიზნით, დაინიშნება გასაუბრება.
დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 12.09.2025
საბუთების განხილვა - 15.09.2025-17.09.2025
გასაუბრება დაინიშნება - 18.09.2025

საკონტაქტო ინფორმაცია: info@unilevel.ge
ტელ: +995 577441991
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ბიბლიოთეკა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები